20 აგვისტო, 2018
გრიფირებაზე უარი კიდევ რამდენიმე სახელმძღვანელოს ეთქვა
გრიფირებაზე უარი კიდევ რამდენიმე სახელმძღვანელოს ეთქვა. შესაბამის ბრძანებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, თეიმურაზ მურღულია აწერს ხელს.
იხილეთ
სახელმძღვანელოები, რომლებსაც გრიფის მინიჭებაზე უარი ეთქვათაღსანიშნავია, რომ მანამდე კიდევ რამდენიმე სახელმძღვანელოს
არ მიენიჭა გრიფი. ამასთან, საყურადღებოა ისიც, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ბრძანების საფუძველზე, რამდენიმე სახელმძღვანელოს მინიჭებული გრიფი
მოეხსნა.
გარდა ამისა, დღემდე რამდენიმე საგანი სახელმძღვანელოსა და გრიფის გარეშეა. ჯერ ისევ არ მინიჭებია გრიფი არც ერთ სახელმძღვანელოს შემდეგ საგნებში – „მე და საზოგადოება“ და ჩემი საქართველო“. საგანი - „ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები“ ისევ გრიფისა და სახელმძღვანელოს გარეშეა. ამ საგნის სახელმძღავნელოსთან დაკავშირებით, სამინისტრომ კონკურსი მეორედ გამოაცხადა.
შეგახსენებთ, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშილმა თანამდებობაზე დანიშვნიდან მცირე ხანში განაცხადა, რომ გრიფირების პროცესში ხარვეზები გამოიკვეთა და საკითხის შესწავლა შიდა აუდიტის სამსახურს
დაავალა.