მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებით izrune.geკიდევ ერთ წარმატებულ სკოლას გაგაცნობთ. ამჯერად საგანმანათლებლო ვებ-გვერდის შესახებ საკუთარ შთაბეჭდილებებსა და შეხედულებებს N133-ე საჯარო სკოლის დირექტორი ლიანა ფუტკარაძე, ამავე სკოლის მოსწავლეები და მშობლები გაგიზიარებენ.
N133-ე საჯარო სკოლის დირექტორი ლიანა ფუტკარაძე:
,,მოგეხსენებათ ახალი სასწავლო წლის სამზადისი ფინალს უახლოვდება. გასულ სასწავლო წელთან შედარებით, წელს 200-ით გაიზარდა მოსწავლეების რაოდენობა, ხოლო ბოლო სამი წლის მანძილზე 700-ით მეტი მოსწავლე გვყავს. ეს სტატისტიკა მიუთითებს სკოლის სწორ პოლიტიკაზე, საზოგადოების გაზრდილ ნდობასა და დამოკიდებულებაზე. დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ვართ ბავშვზე ორიენტირებული სკოლა და ჩვენი სასკოლო საზოგადოება მზად ვართ აღვზარდოთ დამოუკიდებელი, მოტივირებული, კონკურენტუნარიანი და პროგრესულად მოაზროვნე თაობა , რომელიც უპასუხებს თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს.
ჩვენთვის კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება მშობლებთან აქტიური ურთიერთობა, რაშიც დიდ დახმარებას გვიწევს ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი Izrune.ge . ჩემი და ჩემი გუნდისთვის ამოსავალი წერტილია მოსწავლე, რომელიც თავს ბედნიერად გრძნობს, მოსწავლე, რომელსაც აძლევენ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის განათლებას. მოსწავლე, რომელიც სკოლაში მიღებულ ცოდნას ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე გამოიყენებს.’’
ლიანა ფუტკარაძის თქმით, Izrune.ge გააერთიანებს სასკოლო საზოგადოებას: ოჯახს, სკოლას, მშობელს, ბავშვს.
,, როდესაც მშობელი დაახლოვებულია ბავშვთან და მუდმივად იღებს ინფორმაციას ბავშვის განათლების შესახებ, ცხადია , იზრდება სკოლისა და ოჯახის პასუხისმგებლობა, რაც საბოლოო ჯამში კარგ შედეგს მოგვიტანს. Izrune.ge-ს ვებ-გვერდზე უკვე N133-ე საჯარო სკოლის 500-მდე მოსწავლეა დარეგისტრირებული და ნაწილი, დიდი ენთუზიაზმით, სწავლის დაწყებისთანავე ჩაერთვება. ვფიქრობ Izrune.ge-ს იმაზე დიდ სარგებელს მოგვიტანს, ვიდრე ჩვენ ამის მოლოდინი გვაქვს.’’
ლიანა ფუტკაარძე ამბობს რომ, izrune.ge-ს საშუალებით გაიზრდება ბავშის წიგნიერების დონე.
,, პორტალზე განთავსებული კითხვარების საშუალებით ბავშვები აუცილებლად ესტუმრებიან ვებ-საიტებს, ბიბლიოთეკას და გაიღრმავებენ ცოდნას. ეს საგანმანათლებლო პორტალი ხელს უწყობს ბავშვის აკადემიური უნარ-ჩევევბის გაუმჯობესებას. წიგნიერება განსაზღვრავს ჩვენი ცხოვრების ტრაექტორიას. მე ყველა მშობელს ვურჩევ , ვისთვისაც შვილის მომავალი არის პრიორიტეტული აუცილებლად ჩაერთონ ამ პროექტში. დარეგისტრირდნენ შვილებთან ერთად izrune.ge-ს საიტზე და ხელი შეუწყონ განათლებული თაობის აღზრდას.’’
როგორ აფასებენ ახალ პროექტს თბილისის N133-ე სკოლის მოსწავლეები და მშობლები:
საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლები:
მარიკა ჩხეტიანი მშობელი:
,,ყველა მშობელს ვურჩევდი, დარეგისტრირდნენ izrune.ge-ზე , რადგან ეს ჩვენს შვილებს ახალ გამოცდილებას და ცოდნას მისცემს. ბავშვი მოუთმენლად ელოდება ხუთშაბათის ყოველ ახალ ტესტს. უკვე ბევრი სიგელი აიღო, ყველა ტესტში მაქსიმალურ ქულებს იღებს, რაც ,მე როგორც მშობელს, მაბედნიერებს. ეს ტესტები მოსწავლეებს ლოგიკურ აზროვნებას უვითარებს . რეგისტრაციის თანხაც მიზერულია და მე მივესალმები ამ პროექტის განვითარებას.’’
თეა გრიგოლია მშობელი:
,, Izrune.ge ძალიან კარგი პლატფორმაა, რეგისტრაციაც მარტივად გავიარეთ, ყველაფერი ხელმისაწვდომია, მომწონს ის, რომ ბავშვი თვითონვეა დაინტერესებული და ეჩვევა დამოუკიდებელ აზროვნებას. მახარებს ის ფაქტი,რომ ბავშვს ონლაინ რეჟიმში შეუძლია ჩემს გარეშე გააკეთოს ტესტები. ყველას ვურჩევდი ,რომ დარეგისტრირდნენ ამ ვებ-გვერდზე და ნამდვილად კმაყოფილები დარჩებიან’’
ინგა ღლონტი მშობელი:
,,მინდა გითხრათ, რომ საინტერესო ტესტებია, ბავშვი სწავლობს დამოუკიდებლობას, ისეთი კითხვებია შემუშავებული, რომლებიც ბავშვმა უნდა იცოდეს. ვფიქრობ,რომ Izrune.ge ხელს შეუწყობს ბაშვების გონებრივ ზრდას და განვითარებას’’
ირინა ფოფხაძე მშობელი:
,,ჩემ შვილს ძალიან მოსწონს ეს ტესტები,სიხარულით აკეთებს. ქულები, პრიზები ეს ყველაფერი დიდ სტიმულს აძლევს. ვფიქრობ , ეს პორტალი ბავშვს უფრო გაუუმჯობესებს გონებრივ შესაძლებლობებს ,სანამ ეს არაჩვეულებრივი საგანმანათლებლო ვებ-გვერდი Izrune.ge შეიქმნებოდა მე ვყიდულობდი ტესტებს და ისე ვაკეთებდით. ონლაინ რეჟიმში ეს ყველაფერი დიდი კომფორტია, ყველაფერი უფრო მოსახერხებელია ,როგორც ბავშისთვის, ასევე მშობლებისთვის’’
ანა ხომერიკი მშობელი:
,,მე და ჩემი შვილები ძალიან კმაყოფილები ვართ izrune.ge-ს არსებობით. ბავშვი ეჩვევა სწრაფ და დამოუკიდებელ აზროვნებას , სკოლის პროგრამასაც იხსენებს და გონებასაც ავარჯიშებს.’’
როგორ აფასებენ Izrune.ge-ს თბილისის N133-ე საჯაროს სკოლის მოსწავლეები:
მარიამ საბანაძე, N133-ე საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლე:
,,izrune.ge ძალიან მომწონს. კმაყოფილი ვარ ჩემი შედეგით. ჩემს მეგობრებს და თანატოლებსაც ვურჩევ ,რომ დარეგისტრირდნენ და გააკეთონ ეს ტესტები. მე ჩემს მამიდაშვილს ვურჩიე უკვე იმიტომ, რომ ეს საიტი ვინც იცის ყველას მოსწონს. მე ვფიქრობ, რომ მომავალში სკოლის ონლაინ გამოცდებში ეს გამოცდილება ძალიან დამეხმარება’’
ნინო ქიტიაშვილი N133-ე საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლე:
,,ძალიან კმაყოფილი ვარ Izrune.ge-თი. ჩემთვის ეს საიტი საინტერესოა, მე მომწონს ყველა ტესტი, რომელიც საიტზეა განთავსებული. ჩემთვის და ჩემი კლასელებისთვის ტესტებზე მუშაობა ნამდვილად სახალისოა. ყოველთვის მოუთმენლად ველოდებით ხოლმე სიახლეებს.’’
ლიზი მარტოძე N133-ე საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლე:
,,მე ძალიან მომწონს Izrune.ge-ს ტესტები,ყოველ ხუთშაბათს ვაკეთებ ხოლმე და ეს ჩემთვის გასართობიც არის და საინტერესოც. ჩემს ახლობლებს და თანატოლებსაც ვურჩიე დარეგისტრირება, ისე მომეწეონა. მე თითქმის ყველა ტესტში მასქსიმალურ შედეგს ვიღებ და ძალიან ბედნიერი ვარ’’