izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედრივე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის თანდასწრებით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

ყოველი თვის I ხუთშაბათი პორტალზე არის „სიბრძნის ხუთშაბათი“, ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

ყოველი თვის II ხუთშაბათი პორტალზე "წიგნიერების დღეა". ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ყოველი თვის III ხუშაბათი პორტალზე ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტის დღეა. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

ყოველი თვის IV ხუთშაბათი პორტალზე არის „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ ტესტი. ამ ტესტის მიზანია მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და თვეში ერთი დღე მოქალაქეობრივი აზროვნების თემატიკის შეკითხვებს ეთმობა. ტესტის შედგენაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

მშობლებისთვის კი ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. ინდივიდუალური პაკეტის მომხმარებლებს კი სკოლაში გამოგეგზავნებათ თქვენი შვილის წარმატების დიპლომები.


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 8 ლარის ნაცვლად შეადგენს 5 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
20 აპრილი, 2020
10 სექტემბრის „წიგნიერების ხუთშაბათის“ II კლასის წასაკითხი მასალა
ქართული ხალხური ზღაპარი „ნადირთა ძმობა“

დათვი, მგელი და მელია შეხვდნენ და ერთმანეთს შესჩივლეს, რომ ხშირად დიდის ხნობით შიმშილით კუჭი გვიხმებაო, მოდი დავძმობილდეთ და ამიერიდან რაც მოვინადიროთ, ძმურად გავიყოთ ხოლმეო. დაძმობილდნენ და შეფიცეს ერთმანეთს არ ეღალატნათ.

წავიდნენ სამივენი სანადიროდ. იმათ იღბალზე დაჭრილი ირმის ნუკრი ნახეს, კისერი მოუგრიხეს, ჩეროში მწვანეზე დასხდნენ და გაყოფას შეუდგნენ. დათვმა უბრძანა მგელს, რომელსაც შიმშილით კბილები უკაწკაწებდა, - აბა, გაჰყავიო! მგელმა სთქვა: - თავი შენ, როგორც ჩვენს ბატონს და მეთაურს, შუა ტანი მე და ფეხები მელიას, რომელსაც ცუნცული უყვარსო. ეს უკანასკნელი სიტყვები ჯერ არც კი გაეთავებინა მგელს, რომ დათვმა ისე ღონივრად ჩაჰკრა თავში თათი, რომ მთებმა ბანი მისცეს. მგელი ღმუილით განზე დაჯდა.

დათვი მიუბრუნდა მელიას და უთხრა: - ჩემო მელიავ, შენ გაჰყავიო! ცბიერმა მელიამ მოწიწებით წარმოთქვა: - თავი შენ, ვითარცა ჩვენს მეფეს, შუა ტანი შენ, რადგან ჩვენზე მამობრივად ზრუნავ, და ფეხებიც შენ, ვინაიდან ჩვენდა საკეთილდღეოდ არიან წარმართულნი სვლანი შენნიო!

- ბარაქალა, ჩემო მელიავ, ვინ გასწავლა ეგეთი ჭკვიანური გაყოფაო, - ჰკითხა მას დათვმა.

- მელიამ მიუგო: - შენ რომ წეღან ისე ძალიან ჩაარტყი მგელს თავში, ჭკუას როგორ ვერ ვისწავლიდიო!


ქართული ხალხური ზღაპარი „ხელმწიფის შვილის და ხელმწიფის ამბავი“

იყო ერთი დიდებული ხელმწიფე. როდესაც დაბერდა და სიკვდილის ჟამი დაუდგა, დაუძახა თავის ერთადერთ მემკვიდრეს და უთხრა:

- შვილო, ხომ ხედავ, დღეს არა, ხვალე მოვკვდები, ფეხი სამარეში მიდგას, ქვეყანა შენს ხელთ უნდა მოექცეს. წადი და ყველა მხარეში თითო სახლი აიშენე, რომ გაჭირვება იქნება, თუ სხვა რამ, თავი იქ შეაფაროო.

შვილმა გაუგონა მამას, დაუხანებლად ადგა, წაიღო ფული და წავიდა. თავის სახელმწიფოში, სადაც კი მოეწონა ადგილი, მთა იყო, გორა, სოფელი თუ ტყე, მშვენიერი სახლები ააშენა. როცა ყველგან მორჩა სახლების აშენებას, დაბრუნდა მამასთან.

მამამ ჰკითხა:

- რა ჰქენი, შვილო, ააშენე ყველგან სახლები, როგორც გითხარი, თუ არაო?

- ავაშენე, - უპასუხა გულდამშვიდებით შვილმა, - სადაც ან მთა, ან კორდი მომეწონა, ყველგან მშვენიერი სასახლე დავდგიო.

- ვაჰ, შენს მტერსა, შვილო, შენ ის სახლები არ აგიშენებია, რაც მე გითხარი. ცარიელი სახლები გაჭირვებაში კაცს ვერ შეიფარებს. მე ის გითხარი, წადი, ყველგან თითო პატიოსანი კაცი დაიმეგობრე, შეიყვარე და შენი სახლი ის იქნება-მეთქი. სადაც კაცს კარგი და პატიოსანი მეგობარი ჰყავს, ის იმისთვის სახლიც არის და ბანიცო.


იაკობ გოგებაშვილი „ჭკვიანი ძაღლი“

ერთ სახლში სცხოვრობდა ცუგა ძაღლი. მეტად გონიერი ოთხფეხა იყო. იცოდა, რომ ღამით სახლისათვის უნდა ეყარაულნა და ამიტომ დღისით ბლომად ეძინა. ღამით კი მეტად ფრთხილი და ფხიზელი იყო. ისიც შემჩნეული ჰქონდა, რომ რბილი საჭმელი კბილებს უსუსტებდა და უჩლუნგებდა და ამიტომ ძვლებს ხშირად ხრავდა და ამითი იმაგრებდა თავის კბილებს. ავად რომ გახდებოდა, მოძოვილი ბალახით გულს ირევდა, არწყევდა და ამით თავს მოირჩენდა ხოლმე. თუ საღამოზე ძროხები თვითონ არ მოვიდოდნენ, წავიდოდა, იპოვნიდა, ჰკბენდა უკანა ფეხებში და მიერეკებოდა შინისკენ. ძუძუებში და გვერდებში კი კბილების წავლებას ძლიერ ერიდებოდა. - ეტყობოდა, კარგად შეგნებული ჰქონდა, რომ ამ ადგილებში კბენა ძროხებისთვის მავნებელია. 
ერთხელ ამ ძაღლის პატრონს მარანში შესვლა მოუნდა: იქ ერბო ჰქონდა შენახული და უნდოდა გამოეტანა სახმარებლად. იმას უკან შეჰყვა ჩვენი ცუგა ძაღლი. სახლის პატრონმა აიღო ერბო და გამოსწია გარეთ. როცა გამოვიდა, მარნის კარები საჩქაროთ გამოიხურა. ამ დროს შემოესმა საშინელი ყვირილი. ყვიროდა ცუგა, რომელიც პატრონს ვერ შეემჩნია და რომელსაც წინა ფეხი კარებში მოჰყოლოდა. კარები მძიმე იყო და ამიტომ ცუგას ფეხი ძალიან დაშავებოდა. სახლის პატრონს ძლიერ ეცოდებოდა ძაღლი და ნანობდა, რატომ ვერ დავინახე და რად დავუშავე ფეხიო. იმან კარგად გაუშინჯა ძაღლს ფეხი, აიყვანა ხელში, შეიყვანა შინა და დაიწყო წამლობა: დაადო ნატკენ ფეხზე მალამო და ჩვარით მაგრა შეუკრა. ცუგას ფეხი მალე მოურჩა და წინანდებურად დაიწყო ხტუნაობა და თამაშობა. 
ერთხელ სახლის პატრონი იჯდა მოხურულს ოთახში და საქმეს აკეთებდა. უცებ რაღაცამ დაუწყო გარედან კარების ფხაკუნი. გააღო სახლის პატრონმა კარები და თავისი ცუგა კი დახვდა, მაგრამ მარტო არ იყო: ცუგასთან დაინახა ერთი კოჭლი ძაღლი, რომელიც, როგორც ყველაფერში ეტყობოდა, ცუგას მოეყვანა თავის პატრონთან, ესეც ჩემსავით მოარჩინეო. პატრონი მიუხვდა გონიერს ცუგას გულის წადილსა, უწამლა მის მეგობარსაცა და მალე ისიც მოარჩინა. 

იაკობ გოგებაშვილი „სირცხვილის აშორება“

შუადღე იყო, ძალიან ცხელოდა. პატარა სანდრო მინდვრიდან შინ ბრუნდებოდა. შიმშილიც ძლიერ აწუხებდა და წყურვილიც. გზაზე, მეზობლის ვენახში ღობესთან დაინახა წითლად დაკუნწლული ვაშლი. თვალი ზედ დარჩა, პირზე ნერწყვი მოადგა და კბილებმა კაწკაწი დაუწყო. ვაშლები თითქოს უცონოდნენ სანდროს, იწვევდნენ და ეუბნებოდნენ: ამოხტი, მოგვწყვიტე, ჩაგვკბიჩე და პირი ჩაიტკბარუნეო.

სანდრო ყოყმანობდა: ქურდულად სხვისი ვაშლის მოკრეფა ეძნელებოდა, ეთაკილებოდა. ცხოვრებაში არაფერი მოეპარა. მაგრამ ბოლოს ვეღარ მოითმინა, სულმა წასძლია, ახტა ღობეზე, მოწია ტოტი და ოთხი წითლად დაბრაწული ვაშლი მოწყვიტა.

მიდის შინისაკენ სანდრო, ჭამს ვაშლს, მაგრამ რაღაც ჯავრს გრძნობს, თითქოს გულში ვიღაც უზის და ეუბნება: „ეგ ხომ ქურდობა ჩაიდინეო“. შხამად ეჩვენება ვაშლი საწყალ ბავშვს, სწუხს თავის სულწასულობაზე, მაგრამ რა ჰქნას? ვაშლებს ხომ ვეღარ მიაბამს ხეზე.

მიდის ასე შეწუხებული. უცებ სანდრო გაჩერდა. რაღაც აზრი მოუვიდა, სახე გაუნათდა.

სანდრომ მოჰკურცხლა ვენახის პატრონის სახლისაკენ, მიირბინა კარებზე და დაიძახა:

- ნათლიდედ, ერთი გარეთ გამობრძანდი!

- შენა ხარ, სანდრო? რა გინდა, ჩემო კარგო? - ჰკითხა შინიდანვე დიასახლისმა.

- ნათლიდედ, გეთაყვა, ნუ გეწყინება: თვენს ვენახში განაპირა ხეზე ოთხი ვაშლი მოვწყვიტე პირის გასასველებლად და სამაგიერო სიკეთეს გადაგიხდი!

- შეგარგოს ღმერთმა! - უთხრა კეთილმა დიასახლისმა.

სანდრო დაბრუნდა შინ სინდისდამშვიდებული და ტკბილად შეირგო წითელი ვაშლები.


სულხან-საბა ორბელიანი „აქლემი და ვირი“

ერთი აქლემი და ერთი ვირი, ტვირთის ზიდვით რომ ზურგი ჰქონდათ გადატყვავებული, დაძმობილდნენ და თავიანთ პატრონს გაეპარნენ. კარგი საძოვარი იპოვეს და კარგადაც გასუქდნენ. დაავიწყდათ ადრინდელი სიგამხდრე და გადატყავებული ზურგები.
- ძმაო, სიმღერა მინდაო, - უთხრა ერთხელ ვირმა აქლემს.
აქლემმა დაუშალა:
-ნუ, ძმაო! აღარ გახსოვს, რა ჭირში ვიყავითო? ვაითუ ახლომახლო ადამიანები იყვნენ და უარეს დღეში ჩაგვყარონო. არ დაიჯერა ვირმა და დაიყროყინა. ძალიან ხმამაღალი სიმღერა გამოუვიდა. თურმე იქვე ახლოს მოგზაურები ისვენებდნენ, აქლემები და ვირები დასცვივნოდათ. გაიგონეს ვირის ყროყინი და გაიხარეს:
-მივიდეთ და ვნახოთ, ან შენობა იქნება, ან ქარავანი, ეგებ ულაყი ვიშოვოთო.
მივიდნენ და ნახეს უპატრონოდ გაშვებული მსუქანი აქლემი და ვირი. წაიყვანეს და ორივეს მძიმე ტვირთი აჰკიდეს.
გზა გაგრძელდა, ვირი დამძიმდა და დავარდა. მგზავრებმა ასწიეს ვირი და თავის ტვირთიანად მის ძმობილ აქლემს დაადეს. ცოტა ხნის შემდეგ ერთ ვიწრო გზაზე გავიდნენ, რომელიც კლდის ციცაბო ნაპირს მიუყვებოდა. აქლემმა ვირს უთხრა:
- ძმაო, მინდა სამაია ვიცეკვოო.
-რა სამაიას საცეკვაო ადგილი აქ არისო? - უთხრა ვირმა.
აქლემმა უპასუხა: იმისთანა სიმღერას ამისთანა ადგილას ცეკვა უნდაო.
გაჯავრებული აქლემი გაიმართა და ვირი კლდეზე გადააგდო.


სულხან-საბა ორბელიანი „უტკბილესი და უმწარესი“

ერთხელ მეფემ ვეზირს უბრძანა: წადი, ისეთი საჭმელი მომიტანე, რომ  დედამიწაზე მასზე უტკბესი არაფერი იყოსო.

წავიდა ვეზირი, ენა უყიდა, მოუტანა, შეუწვა, აჭამა და მოეწონა.

ცოტა ხანში მეფემ ისევ იხმო ვეზირი და უბრძანა: წადი, ისეთი რამ მომიტანე, ქვეყანაზე მასზე უმწარესი არაფერი იშოვებოდესო!

წავიდა ვეზირი, კიდევ ენა უყიდა და მოუტანა.

მეფემ ვეზირს მიმართა: მწარე ვისურვე, ენა მომიტანე და ტკბილი ვითხოვე და ენა მომიტანეო?!

ვეზირმა მიუგო: არაფერია ენაზე მწარე და არაფერია ენაზე ტკბილი ქვეყნადო.


რას ამბობენ ჩვენზე